Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სხვა უმაღლესი სასწავლებლებიდან გარე მობილობის წესით თსუ იურიდიულ ფაკულტეტზე გადმომსვლელ სტუდენტთა საყურადღებოდ


 იურიდიული ფაკულტეტი 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში აცხადებს   გარე მობილობის წესით სტუდენტთა მიღებას.


 თსუ–ის რექტორის   25.01.2022  წლის N14/01-01 ბრძანების 
 თანახმად: 
  განისაზღვრა 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობის ვადები: 


ა)პროცედურული ვადები: 
ა.ა) დოკუმენტაციის მიღება – 11 – 14 თებერვალი; 
განისაზღვროს წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სათანადო წესით დამოწმებული):
ა) განცხადება;
ბ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის/ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის ასლი;
გ) პირადობის მოწმობის ასლი; 
დ) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის ასლი;
ვ) სტუდენტის სასწავლო ბარათი;
ზ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი  დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
თ) უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის  დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ი) უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერთიფიკატის /შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის პროექტის-„CERTUS”-ის ფარგლებში გაცემული სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ა.ბ) უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველ სტუდენტთა კრედიტების  აღიარება – 15- 16 თებერვალი;

ა.გ) სტუდენტთათვის აღიარებული კრედიტების გაცნობა და წერილობითი განცხადებით დადასტურება (თანხმობა & უარი)  –17 თებერვალი;  

იხილეთ ბმული

გარე მობილობასთან დაკავშირებით, დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ იურიდიული ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის ჯგუფის მთავარ სპეციალისტს დარეჯან მურაჩაშვილს ტელ: 577 233 858 ;  ელექტრონული ფოსტა darejan.murachashvili@tsu.ge

საკონტაქტო ინფორმაცია:
(დამოწმებული დოკუმენტაციის გადაგზავნა წარმოებს შემდეგ მისამართზე)
იურიდიული ფაკულტეტი
ელექტრონული ფოსტა: Chancellerylaw@tsu.ge